სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "უკვე აღარ შემიძლია, რას ვეკვეთო აღარ ვიცი" - რას აცხადებს მეგი გოცირიძე

    "უკვე აღარ შემიძლია, რას ვეკვეთო აღარ ვიცი" - რას აცხადებს მეგი გოცირიძე
    1 წლის და 7 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ამბობს, რომ ნიკა გვარამიას პატიმრობა წარმოუდგენელი სიგიჟეა.

    "წარმოუდგენელი სიგიჟეა გვარამიას პატიმრობა, სრულიად სიგიჟის აპოთეოზია და თან ვინ აპატიმრებს და რისთვის, ნუ აი არ ვიცი, რამდენს ვუძლებთ, რამდენი ნერვი დაგვაწყვიტა ხიხოს რუსულმა ოცნებამ, რისთვის ხალხო, რისთვის ვუთმენთ და ვის ვუთმენთ ამდენს, უკვე აღარ შემიძლია, რას ვეკვეთო აღარ ვიცი?!", - წერს გოცირიძე.