სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ამ ყველაფრის უკეთ აღწერა რთულია" - რას წერს ნიკა გვარამია ციხიდან?

    "ამ ყველაფრის უკეთ აღწერა რთულია" - რას წერს ნიკა გვარამია ციხიდან?
    1 წლის და 7 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    პატიმრობაში მყოფი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

    "დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ვიოლა ფონ კრამონს Viola von Cramon ჩემი პოლიტიკური პატიმრობით დაინტერესებისა და ციხეში მონახულების სურვილის გამოთქმისთვის.

    მართალია, ვწუხვარ, რომ ევროპარლამენტთან შეხვედრის საშუალება არ მომეცა, მაგრამ არ შემიძლია განსაკუთრებული მადლობა არ ვუთხრა იუსტიციის მინისტრს, ჩემი პატიმრობის პოლიტიკური შინაარსის დამადასტურებელი გადაწყვეტილების მიღებისთვის, შესანიშნავი არგუმენტია სტრასბურგში წარსადგენად.

    როგორც ევროპარლამენტარმა განაცხადა, ჯერ კიდევ 12 წლის წინ თვით აზერბაიჯანშიც კი ნება დართეს პოლიტპატიმარს შეხვედროდა ციხეში. ქვეყანაში შექმნილი ვითარების უკეთესად აღწერა რთულია", - წერს გვარამია.

    შეგახსენებთ, ევრო პარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი ნიკა გვარამიასთან ციხეში ვიზიტს ითხოვდა.