სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ამ ფაქტმა ძალიან შეცვალა ჩემი ცხოვრება, ფიქრიც და განრიგიც" – რას იხსენებს შოთა არველაძე

    "ამ ფაქტმა ძალიან შეცვალა ჩემი ცხოვრება, ფიქრიც და განრიგიც" – რას იხსენებს შოთა არველაძე
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    შოთა არველაძემ, რამდენიმე თვის წინ “ფორმულასთან” ინტერვიუში, სანაკრებო კარიერის დასრულების გამოსათხოვარი მატჩი გაიხსენა.

    “ემოცია მქონდა კარიერას, რომ მოვრჩი. თამაში, როცა დამთავრდა იქ მივხვდი, რომ ჩემს ცხოვრებაში დასრულდა უზარმაზარი ისტორია. ტრიბუნაზე მყოფი მაყურებელი ჩემს სახელს სკანდირებდა და ისე მაცილებდა. ამ დროს მივხვდი, რომ ამას ცხოვრებაში ვერასოდეს მიიღებ. ამ დღეს გავაანალიზე, რომ აღარ უნდა ავდგე ადრე, ან აღარ უნდა დავისვენო ისე სწრაფად. ამ ფაქტმა ძაან შეცვალა ჩემი ცხოვრება, ფიქრი და განრიგიც”, – ამბობს შოთი.

    აღსანიშნავია რომ შოთა არველაძე რეგულარულად თამაშობდა ეროვნულ ნაკრებში. მას ჯვაროსნების შემადგენლობაში 26 გოლი აქვს გატანილი და დამოუკიდებელი საქართველოს ფეხბურთელებს შორის საუკეთესოა. შოთა სამჯერ გახდა საქართველოს წლის ფეხბურთელი, 1994, 1998 და 2007 წლებში.