სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "გთხოვთ გაჩერდით, ეს საღლიცინო არ არის, ხელს ნუ უწყობთ ამ არმენოფობიას" - ქართველი მკვლევარის ემოციური განცხადება

    "გთხოვთ გაჩერდით, ეს საღლიცინო არ არის, ხელს ნუ უწყობთ ამ არმენოფობიას" - ქართველი მკვლევარის ემოციური განცხადება
    1 წლის და 7 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გუ­შინ "ფე­ის­ბუქის" ერთ-ერთ გვერ­დზე, armenia art & architecture-ზე კა­ცხის სვე­ტის ფოტო გა­მოქ­ვეყ­ნდა, რო­მელ­საც მდე­ბა­რე­ო­ბად სომ­ხე­თი ჰქონ­და მი­თი­თე­ბუ­ლი.

    "სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის" მკვლე­ვა­რი შოთა ნარ­სია სოციალურ ქსელში წერს, რომ გვერდს, რომელმაც კა­ცხის სვე­ტი სომ­ხეთ­ის საკუთრებად გაასაღა, არაფერი აქვს საერთო სომხეთთან.

    "ფე­ის­ბუქგ­ვერდს, რო­მელ­მაც კა­ცხის სვე­ტის მდე­ბა­რე­ო­ბად სომ­ხე­თი მი­უ­თი­თა, არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო სომ­ხებ­თან. გვერ­დის 9 ად­მი­ნის­ტრა­ტო­რი­დან არ­ცერ­თი არ არის სომ­ხე­თი­დან. ამ­ჟა­მად გვერდს 7 პირი იტა­ლი­ი­დან, 1 კა­ნა­დი­დან და 1 ირა­ნი­დან მარ­თავს. ის იტა­ლი­ა­ში ირა­ნე­ლე­ბის მიერ და­ფუძ­ნე­ბულ კომ­პა­ნია "Process International Group"-ს ეკუთ­ვნის.

    მისი ოფი­სი რომ­შია გან­თავ­სე­ბუ­ლი. კომ­პა­ნია ფე­ის­ბუქ­ზე გვერ­დე­ბის უამ­რა­ვი ქსე­ლი­თაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. მათ შო­რი­საა რო­გორც თე­მა­ტუ­რი (Art & Architecture, Art & Interior Design, Art & Civil engineering, Art & Fashion, Art & Design და სხვ.), ისე გვერ­დე­ბი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის შე­სა­ხებ. სომ­ხეთ­თან ერ­თად, კომ­პა­ნი­ის გვერ­დე­ბი ფე­ის­ბუქ­ზე ოპე­რი­რე­ბენ სხვა არა­ერ­თი ქვეყ­ნის სა­ხელ­წო­დე­ბით, რო­მელ­თა შო­რი­საა: იტა­ლია, საფ­რან­გე­თი, გერ­მა­ნია, ეს­პა­ნე­თი, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო, პორ­ტუ­გა­ლია, შვე­დე­თი, ავ­სტრია, რუმი­ნე­თი, და­ნია, სა­ბერ­ძნე­თი, სერ­ბე­თი, პო­ლო­ნე­თი, შვე­ი­ცა­რია, უნ­გრე­თი, ია­პო­ნია, ინ­დო­ე­თი, ირა­ნი, არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ა­მი­რო­ე­ბი, სი­რია, ქუ­ვე­ი­თი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი, ერა­ყი, პა­კის­ტა­ნი, თურ­ქე­თი, ჩი­ნე­თი, ლი­ბა­ნი, ფი­ლი­პი­ნე­ბი, იე­მე­ნი, ეგ­ვიპ­ტე, მა­რო­კო, ტუ­ნი­სი, ალ­ჟი­რი, ლი­ბია, სამ­ხრეთ აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კა, აშშ, კა­ნა­და, მექ­სი­კა, ბრა­ზი­ლია, კო­ლუმ­ბია, არ­გენ­ტი­ნა, ჩილე, პერუ, ეკ­ვა­დო­რი და ავ­სტრა­ლია.

    რა­საც გა­დავ­ხე­დე, მათი გვერ­დე­ბი ზოგ­ჯერ, სი­ზუს­ტეს­თან ერ­თად, სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვი­თაც არ გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან.

    გთხოვთ, მოვ­რჩეთ ამ ღლი­ცინს და ნუ ვა­საზ­რდო­ებთ სტე­რე­ო­ტი­პებს მე­ზო­ბე­ლი ერის შე­სა­ხებ და ნუ ვუ­წყობთ ხელს არ­მე­ნო­ფო­ბი­ას",- წერს ნარ­სია.