სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "მე რომ პრემიერ-მინისტრი ვიყო და ჩემი ოთხივე შვილი კერძო სკოლაში დადიოდეს ეს მო მომივიდოდა" - ლევან ლორთქიფანიძე

    "მე რომ პრემიერ-მინისტრი ვიყო და ჩემი ოთხივე შვილი კერძო სკოლაში დადიოდეს ეს მო მომივიდოდა" - ლევან ლორთქიფანიძე
    1 წლის და 7 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

    "მე რომ პრემიერ-მინისტრი ვიყო, ან დეპუტატი და ჩემი ოთხივე შვილი კერძო სკოლაში დადიოდეს, შემრცხვებოდა.

    ეს სურათი ასე აღიქმება ხალხში:

    ჩემი შვილი კარგ განათლებას მიიღებს, რადგან სწავლის ქირის გადახდა შემიძლია, თქვენ კიდევ თავი რომ მოიკლათ, ისეთ საჯარო სკოლას ვერ მოძებნით, რომელსაც ჩემს შვილს ვანდობდიო.

    მემარცხენე მთავრობა რომ გვეყოლება, მთავრობის ყველა წევრს დავავალდებულებთ, რომ რეგისტრაციის ადგილის მიხედვით მიიყვანონ შვილი ეროვნულ, მშობლიურ, სახელმწიფო სკოლაში", - წერს ლევან ლორთქიფანიძე.

    როგორც მოგეხსენებათ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მეოთხე შვილიც კერძო სკოლაში შეიყვანა.