სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ბევრს არ სჯერა ჩემი ასაკის, 52 წლის რომ გავხდი..." - რას ამბობს ბოდიფიტნესის მიმდევარი მაკა ხიზანიშვილი

    "ბევრს არ სჯერა ჩემი ასაკის, 52 წლის რომ გავხდი..." - რას ამბობს ბოდიფიტნესის მიმდევარი მაკა ხიზანიშვილი
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მოცურავემ, ბოდიფიტნესის მიმდევარიმა, მაკა ხიზანიშვილმა ჟურნალ"გზასთან" ინტერვიუში სხვადასხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა, საიდანაც მცირე ამონარიდს გთავაზობთ.

    "ბევრს არ სჯერა ჩემი ასაკის. 21 აგვისტოს 53 წლის ვხდები. 50-ის რომ გავხდი, უნდა აღმენიშნა, მაგრამ მაშინ შეჯიბრებისთვის ვემზადებოდი, ძალიან მკაცრ კვებაზე ვიყავი და დაბადების დღე აღარ გადავიხადე. საერთოდ, დაბადების დღეს ვცდილობ, თბილისში არ ვიყო. 52 წლის რომ გავხდი, შვილიშვილები მოვიდნენ, მიმღერეს და ასე მომილოცეს. ძალიან გამიხარდა. ტყუპი 6-წლინახევრის არიან და წელს სკოლაში მიდიან", - ამბობს წარმატებული სპორტსმენი.

    აქვე გეტყვით, რომ მაკა ხიზანიშვილი პოპულარული გივი სიხარულიძესთან გადაღებული ვიდეოთი გახდა, სადაც ისინი ერთად ცეკვავენ.