სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ზვიად გამსახურდიაზე კომუნისტური პარტია იცით რა კომპრომატს დებდა?" - რას წერს მიშა მშვილდაძე

    "ზვიად გამსახურდიაზე კომუნისტური პარტია იცით რა კომპრომატს დებდა?" - რას წერს მიშა მშვილდაძე
    1 წლის და 7 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მიშა მშვილდაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

    "დამოუკიდებლობის მოპოვების წლებში ზვიად გამსახურდიაზე კომუნისტური პარტია იცით რა კომპრომატს დებდა? - ციხეში წამებას ვერ გაუძლო და მონანიების ვიდეო ჩავაწერინეთო, ამიტომ არაა ეგ კაცი თავდადებული გმირი და ისევ ჩვენ მოგვეცით ხმაო, კომუნისტებსო - აი იმ ჯალათებს, ვინც ზვიადი დავიჭირეთ, ვაწამეთ და ვაიძულეთ მონანიების ვიდეო ჩაეწერაო:

    ხვდებით ხო ცინიზმის მასშტაბს?

    არაა ეგ კაცი უმწიკვლო, ჩვენი დედამო***ული სისტემის პრესს ვერ გაუძლოო და ამიტომ ჩვენ უკეთესები ვართო:

    ქოცები ცარიელ ადგილზე კი არ გაჩენილან - მაგათი შვილები და შვილიშვილები არიან, ნომენკლატურის კომუნისტების - ოკუპანტთან კოლაბორაციის გამოცდილებაც აქვთ მრავალსაუკუნოვანი:

    1990 წელს საზოგადოებამ არ დაუჯერა კომუნისტებს და გამსახურდიას მისცა ხმა, ასე მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და ეს მონაპოვარი ზუსტად იმდენად ძვირფასია, რა ფასსაც მასში დღემდე ვიხდით", - წერს პროდიუსერი.