სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "საქართველო-ამერიკას შორის იდება შეთანხმება, რომელიც..." - რა იწინასწარმწტყველა ლელა კაკულიამ

    "საქართველო-ამერიკას შორის იდება შეთანხმება, რომელიც..." - რა იწინასწარმწტყველა ლელა კაკულიამ
    1 წლის და 7 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გთავაზობთ ლელა კაკულიას 2009 წლის ინტერვიუს ამონარიდს:

    - ქალბატონო ლელა, 2008 წლის 9 დეკემბერს თქვენს რვეულში გაჩნდა წინასწარმეტყველება, რომ საქართველო-ამერიკას შორის იდება ხელშეკრულება, რომელიც ანალოგიურია იმისა, რაც რუსეთსა და აფსუა და ოს სეპარატისტულ მთავრობებს შორის გაფორმდა. ამ ჩანაწერის გაკეთებიდან ორიოდე კვირაში ეს თემა — საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ახალი ხელშეკრულების დადება — ფრიად აქტუალური გახდა...

    - რაც ძალიან აღიზიანებს კრემლს და ცდილობს, კიდევ მეტი იბაქიბუქოს, იქნებ რამე შეცვალოს, მაგრამ არაფერი გამოუვა. სწორედ ეს ხელშეკრულება გახლავთ ჩემი ადრინდელი წინასწარმეტყველებების ასრულების დასტური. გაიხსენეთ, თუნდაც, ამ წლის ოქტომბერში ჩაწერილი ერთი ხედვა: „ვხედავ ნატოს ჯარს, რომელიც მოულოდნელად ჩნდება. რუსებს ეს ინფორმაცია აქვთ და ესეც აჩერებთ, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ირღვევა ყველა საერთაშორისო, მსოფლიო კანონი კრემლის მხრივ.

    ასე რომ, ნატოს ჯარების მოულოდნელი შემოსვლა საქართველოში რუსების წინააღმდეგ, გამართლებულია".

    - სხვათა შორის, როგორც ხშირად ხდება, ზოგიერთებმა ამ წინასწარმეტყველებასაც სკეპტიკურად შეხედეს: ჯერ ნატოს წევრები არ ვართ და თუ ამ სამხედრო ალიანსის ჯარი შემოვა საქართველოში, მაშინ მხოლოდ რუსები კი არა, ისინიც იქნებიან საერთაშორისო კანონების დამრღვევებიო.

    - იქნებ ახლა მაინც მიხვდნენ ზოგიერთები, რატომ ვიმეორებ ასე ხშირად სიტყვებს: მიიღეთ ისე, როგორც ვწინასწარმეტყველებ! ხომ ხედავ, ბევრმა ვერ გაიგო, რატომ უნდა მომხდარიყო ის, რაც ვთქვი და კრიტიკის ხასიათზე დადგა, წინასწარმეტყველების ჩხრეკა დაიწყო.

    მაგრამ როგორც კი დგება უფლის მიერ დადგენილი ჟამი, მყის ყველაფერი თავის ადგილზე ლაგდება და გაუგებარიც იხსნება.

    ეს ხელშეკრულება უფლებას მისცემს ნატოს, ნებისმიერი ქვეყნის სამხედრო აგრესიას გაუწიოს შეიარაღებული წინააღმდეგობა და დაიცვას საქართველო. კრემლი კი ჩვენს მიწა-წყალზე არავის დაუპატიჟებია და შესაბამისად, სწორედ რუსებს დაადანაშაულებს მსოფლიო.