სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ღარიბაშვილი: "ნამდვილად არ მშურს არც უკრაინის, არც მოლდოვის"

    ღარიბაშვილი: "ნამდვილად არ მშურს არც უკრაინის, არც მოლდოვის"
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ირაკლი ღარიბასვილმა მთავრობის სხდომაზე საკუთარი განცხადება განმარტა:

    "კარგად გვესმის, რომ უკრაინა არის უმძიმეს მდგომარეობაში, 20% ტერიტორიების უკვე დაკარგული აქვს და ომი გრძელდება. ასევე მოლდოვაც არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. მოლდოვა ერთ-ერთი პირველია, ვინც დაზარალდა ამ ომით. მოსაზღვრე ქვეყანა არის და იქ ძალიან დიდი ნაკადი იყო დევნილებისა და ლტოლვილების და როგორც ეკონომიკის, ისე უსაფრთხოების რისკები გაეზარდა მნიშვნელოვნად მოლდოვას."

    "ევროპელი კოლეგები მეუბნებოდნენ და მეც ღიად ვთქვი, რომ უკრაინას აძლევენ ამ სტატუსს იმიტომ, რომ ის არის ომში. თქვენ ნახეთ რამდენიმე დღის წინ, ევროპელი ლიდერები უკვე საჯაროდ ადასტურებენ ამ ფაქტს, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს იმიტომ, რომ უკრაინა არის ომში და ჩემთან პირად საუბრებშიც უთქვამთ, რომ მოლდოვაც არის მძიმე მდგომარეობაში. ასე რომ, ნამდვილად არ მშურს არც უკრაინის, არც მოლდოვის, მე მინდა მივულოცო ჩვენს უკრაინელ და მოლდოველ მეგობარ ხალხს და მინდა მათ ვუსურვო მშვიდობა და ქვეყნის გაერთიანება."
    - განაცხადა პრემიერმა.