სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: აკი ბაშოზე ტოჩინოშინი პირველად დამარცხდა

    VIDEO: აკი ბაშოზე ტოჩინოშინი პირველად დამარცხდა
    1 წლის და 7 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ქართველი რიკიში ტოჩინოშინი, იგივე ლევან გორგაძე სექტემბრის ბაშოს მეორე საშეჯიბრო დღეს აღმოსავლეთის მე-9 მაეგაშირა მიოგირიუს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ, სუკუინაგეს ილეთით დამარცხდა.

    სუპერტურნირზე მე-8 მაეგაშირას სტატუსით მოასპარეზე ქართველმა სუმოისტმა ორთაბრძოლა ცუდად არ დაიწყო, თითქოს გდებასთანაც ახლოს იყო, მაგრამ მეტოქემ ბოლო მომენტში თავი დაიძვრინა და დიჰიოზე პირველი ლევანი დაეცა.