სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "21-ე საუკუნის მომავალს ეს პიროვნება განსაზღვრავს" - ვისზე წერს თინა კანდელაკი

    "21-ე საუკუნის მომავალს ეს პიროვნება განსაზღვრავს" - ვისზე წერს თინა კანდელაკი
    1 წლის და 7 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    თინა კანდელაკი საკუთარ "ტელეგრამ არხზე" პოსტს აქვეყნებს:

    "ვლადიმერ პუტინი, უდავოდ, მომავლის არქიტექტორი ხდება. სულ უფრო და უფრო ნაკლები მოღვაწეები რჩება, რომლებმაც განსაზღვრეს მე-20 საუკუნის ისტორია.

    ვინ განსაზღვრავს 21-ე საუკუნის მომავალს? მიმოიხედე გარშემო, პასუხი აშკარაა, ეს პუტინია. კიდევ 10 წელი და ის შეცვლის ყველა ჩვეულებრივ ნარატივს.

    დიახ, "iPhone" ისევ ჩვენს ხელში იქნება და პეკინი ან სინგაპური გახდება ჩვენთან უფრო ახლოს, ვიდრე ლონდონი და რომი. Mc’Donalds-ი და IKEA სამუდამოდ დატოვებენ ჩვენს ცხოვრებას, ისევე როგორც "ჯონსონები" და ზელენსკი, რომლებიც ისტორიის ტუალეტში ჩამოირეცხებიან", - წერს თინა კანდელაკი.