სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ახლა მაინც არის ბექაური? - ბუდაპეშტის გრანდ სლემის განაცხადი ცნობილია

    ახლა მაინც არის ბექაური? - ბუდაპეშტის გრანდ სლემის განაცხადი ცნობილია
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    8-10 ივლისს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ძიუდოს გრანდ სლემი გაიმართება. საქართველოს ნაკრები ერთ-ერთი უძლიერესი შემადგენლობით წარსდგება.

    სამწუხაროდ, ლაშა ბექაური კვლავ არ ჭიდაობს... ქართველი ძუდოისტი ტატამზე ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ არ გვინახავს.

    ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

    -60 კგ: ლუხუმ ჩხვიმიანი, თემურ ნოზაძე
    -66 კგ: ვაჟა მარგველაშვილი, გიორგი თუთაშვილი
    -73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი
    -81 კგ: ტატო გრიგალაშვილი
    -90 კგ: ბექა ღვინიაშვილი
    -100 კგ: ვარლამ ლიპარტელიანი, ონისე სანებლიძე
    +100 კგ: გურამ თუშიშვილი, გელა ზაალიშვილი
    -57 კგ: ეთერ ლიპარტელიანი
    -78 კგ: მარიამ ჭანტურია
    +78 კგ: სოფიო სომხიშვილი.