სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: ტოჩინოშინის მეორე გამარჯვება - ლევანი შესანიშნავად იწყებს

    VIDEO: ტოჩინოშინის მეორე გამარჯვება - ლევანი შესანიშნავად იწყებს
    1 წლის და 7 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ტოკიოში სექტემბრის (აკი) ბაშო გრძელდება, რომელშიც ლევან გორგაძემ მესამე ბრძოლა გამართა და მეორე გამარჯვება მოიპოვა. ტოჩინოშინი იაპონელ კოტოეკოს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში იორიკირის ილეთით გაიმარჯვა.

    ბრძოლისას იყო მომენტი, როდესაც მეტოქე მის წაქცევას ახერხებდა, თუმცა ლევანმა შეხვედრა შეატრიალა და მოიგო.

    სექტემბრის ბაშოს მე-4 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-8 მაეგაშირა ჰოკოტოფუჯი იქნება, რომელიც აკი ბაშოზე წაუგებლად ასპარეზობს და 3 მოგება აქვს.