სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ბოლო წლებში კუდს ატრიალებდა და ორ სკამზე დაჯდომას ცდილობდა" - ვის მიმართავს თინა კანდელაკი

    "ბოლო წლებში კუდს ატრიალებდა და ორ სკამზე დაჯდომას ცდილობდა" - ვის მიმართავს თინა კანდელაკი
    1 წლის და 7 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    თინა კანდელაკმა "ტელეგრამზე" პოსტი გამოაქვეყნა.

    მისი თქმით, სომხეთი არ უჭერს მხარს რუსეთს ისე, როგორც ნამდვილ მოკავშირეს შეეფერება.

    "სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მორიგი სერიოზული გამწვავების ფონზე, ფაშინიანის მთავრობა აპირებს მიმართოს რუსეთს ურთიერთდახმარების ხელშეკრულების პირობების გასააქტიურებლად.

    ამავდროულად, ფაშინიანი ბოლო წლებში ატრიალებდა კუდს და ისევე როგორც ბევრი მანამდე, და ორ სკამზე დაჯდომას ცდილობდა. ის არ უჭერს მხარს რუსეთს ისე, როგორც ნამდვილ მოკავშირეს შეეფერება, მაგრამ რეგულარულად მიმართავს დახმარების თხოვნით, როცა სერიოზულად ავიწროებენ.

    ფაშინიანი საუბრობს თავისი ხალხის უსაფრთხოებაზე, რომელიც მხოლოდ რუსეთს აინტერესებს მსოფლიოში და რომელიც მხოლოდ რუსეთს შეუძლია უზრუნველყოს, როცა ეს მისთვის მოსახერხებელია. თუმცა ბრმაც კი ხედავს, რომ რუსეთის გარეშე ამ რეგიონში მშვიდობის შენარჩუნება თითქმის შეუძლებელი იქნება", - წერს კანდელაკი.