სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • უახლესი ინფორმაცია - ჩაკვეტაძე ნიდერლანდებში მიდის?

    უახლესი ინფორმაცია -  ჩაკვეტაძე ნიდერლანდებში მიდის?
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საქართველოს ეროვნული ნაკრების 22 წლის ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე ამჟამად ბელგიური "გენტის" მფლობელობაშია და მისი მომავალ ჯერაც გაურკვეველია.

    უნგრეთში მოღვაწე ქართველნა მენეჯერმა, ლაშა ოდილაძემ, ჩაკვესთან დაკავშირებით, პირველ არხთან ისაუბრა:

    "ჩემი ინფორმაციით, გიორგის თაობაზე მოლაპარაკება ნიდერლანდურ კლუბთან მიმდინარეობს. გიორგის ჯანმრთელობას ვუსურვებ. დარწმუნებული ვარ, მას შეუძლია დაამტკიცოს, რომ მაღალ დონეზე თამაში შეუძლია. უბრალოდ, საამისოდ ნდობა და მუდმივი სათამაშო პრაქტიკა სჭირდება. მიხარია, რომ სანიოლმა ნაკრებში მიიწვია და ამით ნდობა გამოავლინა, რაც ახლა გიორგის ძალიან სჭირდება“, – განაცხადა ოდილაძემ.

    შეგახსენებთ, ჩაკვეტაძეს "გენტთან" კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს. ის იჯარით "ჰამბურგში" ასპარეზობდა, თუმცა გერმანულმა გუნდმა მისი გამოსყიდვა არ გადაწყვიტა.