სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “კიდევ ერთხელ დამანახა რომ ვყვარებივარ" - ვის გულისხმობს თამრიკო ჭოხონელიძე

    “კიდევ ერთხელ დამანახა რომ ვყვარებივარ" - ვის გულისხმობს თამრიკო ჭოხონელიძე
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მომღერალი, თამრიკო ჭოხონელიძე, თაკო ჩარკვიანის ქალიშვილის, პიანისტ ირმა გიგანის კონცერტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. თაკომ კი თამრიკოს პოსტი გააზიარა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

    "თამრიკო ჭოხონელიძის ემოციური შთაბეჭდილება, ირმას გუშინდელი კონცერტის შემდეგ, მადლობა თამრიკო, დიდი მადლობა, თავად საოცრად ნიჭიერო ადამიანო მიყვარხარ შენი საოცარი ნიჭით სავსე შვილებით????❤️

    -" მე დღეს ამ გოგომ “მომკლა"!....... რომ თავიდან გავცოცხლებულიყავი!დღეს, სწორედ დღეს, როცა ამ უტიფარ, ტყუილებით სავსე და უსუსურ ქვეყანაში, სადაც ყველაზე უსუსური ჩემი თავი მეგონა, როცა ხელი ჩავიქნიე ყველაფერზე-ეს ერთი შეხედვით კაფანდარა გოგო და დიდი მუსიკოსი მხსნელად მომევლინა და მითხრა-არ გაბედო!არ გაბედო ხელის ჩაქნევა!

    კიდევ ერთხელ დამანახა რომ უფალს ვყვარებივარ, რადგან მე დღეს მის დიდ ხელოვნებას მაზიარა და უდიდესი ძალა მომცა იმისათვის რომ ვიბრძოლო! აბა რა! ვიბრძოლებ, რადგან ყველაფერი დაპატარავდა და დაიჩრდილა ამ დიდი ნიჭიერების ფონზე!

    მისთვის და ჩვენი შვილების ნიჭიერების დასაცავად ვიბრძოლებ და თუ საჭირო გახდება-თავსაც შევაკლავ!!! ესენი არიან, ვინც სამყაროს გადაარჩენენ!ამათთვის ღირს ცხოვრება!!! მადლობა ჩემო ირმა, ჩემო მუშკა, რომ დღეს“მომკალი", თურმე დღესვე თავიდან უნდა დამეწყო ცხოვრება!!!"

    თამრიკო ჭოხონელიძე ????????????❤️❤️"
    - წერია პოსტში.