სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ისეთი ფოტოა ყველა ოჯახში უნდა იყოს' - რა ფოტოს აქვეყნებს ნათია ფანჯიკიძე?

    "ისეთი ფოტოა ყველა ოჯახში უნდა იყოს' - რა ფოტოს აქვეყნებს ნათია ფანჯიკიძე?
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკაძე, სოციალურ ქსელში ფოტოსთან ერთად პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ეს ფოტო ყველა ოჯახში უნდა იყოს.

    "ეს ისეთი ფოტოა, ყველა ოჯახში უნდა იყოს, ჩემი აზრით, ყველა კედელზე მითუმეტეს. აუცილებლად დავბეჭდავ და ჩავსვამ ჩარჩოში. აღარ ვპოსტავ დღეში ასჯერ ამ თემაზე, მაგრამ არ დამვიწყნია უკრაინა, არცერთი დღე და არცერთი წამი. უბრალოდ მივხვდი, მიმახვედრეს კიდეც, რაც ომი დაიწყო, ჩემი კოვიდგადატანილი, ისედაც დეპრესიისკენ გაქცეული ფსიქიკა აღგზნების ფაზაში გადავიდა და ვილანძღებოდი, ვჩხუბობდი, საკუთარ თავს არ ვგავდი. ხოდა ყველა ჩემს შემოლანძღულ ადამიანს ბოდიშს გიხდით ასე, დაგვიანებით, მიუხედავად იმისა, რომ იმდენი ვინმე დაგბლოკეთ, ვეღარც ნახავთ ჩემს მობოდიშებას და მიუხედავად იმისა, რომ თქვენი აზრები რუსეთზე, საქართველოს როლზე მეგობრის მხარდაჭერაში ისევ განსხვავდება რადიკალურად ჩემისგან. ახლა კარგად ვარ? არა. მაგრამ ქცევის ცვლილებით ვცდილობ დავუბრუნდე ბალანსს მეტნაკლებად" - წერს ფანჯიკაძე.

    იხილეთ ფოტო, რომელზეც პირველი ლედი ოლენა ზელენსკი და პრეზიდენდი ვოლოდიმირ ზელენკი არიან:

    "ისეთი ფოტოა ყველა ოჯახში უნდა იყოს' - რა ფოტოს აქვეყნებს ნათია ფანჯიკიძე?