სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რომელი ორი სამკაულით დაკრძალავენ დედოფალ ელიზაბედს?

    რომელი ორი სამკაულით დაკრძალავენ დედოფალ ელიზაბედს?
    1 წლის და 7 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მოგეხსენებათ, 8 სექტემბერს, 96 წლის ასაკში გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე გარდაიცვალა.

    დედოფლის დაკრძალვის ცერემონია 19 სექტემბერს გაიმართება. მიუხედავად იმისა, რომ მონარქი უამრავ ძვირფასეულობას ფლობდა, ბრიტანული მედიის მტკიცებით, მას მხოლოდ ორი სამკაულით დაკრძალავენ.

    საუბარია საქორწილო ბეჭედზე და მარგალიტის საყურეებზე.

    ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მმართველი დედოფალი და სახელმწიფოს მეთაური ტახტზე ავიდა 1952 წლის 6 თებერვალს, გვირგვინი დაიდგა 1953 წლის 2 ივნისს.