სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ბათუმის თამაშზე მცირეწლოვანი გულშემატკივარი შეუძლოდ გახდა - ალავიძის დასაფასებელი საქციელი (ვიდეო)

    ბათუმის თამაშზე მცირეწლოვანი გულშემატკივარი შეუძლოდ გახდა - ალავიძის დასაფასებელი საქციელი (ვიდეო)
    1 წლის და 7 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გუშინ, საქართველოს თასის 1/8 ფინალში დინამო ბათუმმა საკუთარ არენაზე დინამო თბილისს უმასპინძლა.

    შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო უგოლოდ დასრულდა, გამარჯვებული პენალტების სერიაში გამოვლინდა. თბილისელთა 21 წლის მეკარემ, ლუკა კუტალაძემ ბათუმელებს ყველა დარტყმა აუღო და საკუთარი გუნდი შემდეგ ეტაპზე გაიყვანა.

    მატჩს 21-ე წუთზე, ტრიბუნაზე მყოფი მცირეწლოვანი გულშემატკივარი შეუძლოდ გახდა, ეს ეპიზოდი დინამო ბათუმის მეკარეს, მიხეილ ალავიძეს არ გამოპარვია, შავიზღვისპირელთა კარის დარაჯმა ბურთი მოედნიდან გადააგდო და შეხვედრა შეაჩერა.

    ვიდეო: 90 წუთი/90 min.