სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "მანქანაზე არტყმევინეს თავი" - ცნობილია თუ რატომ დააკავა პოლიციამ კახა კუკავა (ვიდეო)

    "მანქანაზე არტყმევინეს თავი" - ცნობილია თუ რატომ დააკავა პოლიციამ კახა კუკავა (ვიდეო)
    1 წლის და 7 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ოპოზიციური პარტიის "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა დააკავეს.

    კუკავა თანამოაზრეებთან ერთად, ლოტკინის დასახლებაში საცხოვრებელი სახლიდან ერთ-ერთი ოჯახის გამოსახლებას აპროტესტებდა, რა დროსაც პოლიციამ მას ბორკილები დაადო.

    დაკავების მომენტში, კუკავამ ქვეყნის პრემიერ მინისტრს მიმართა: "ამ ბორკილებს დაგადებ ღარიბაშვილო, პირადად მე დაგადებ!"

    იხილეთ ვიდეო: