სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "მე არ დამიმალავს პუტინთან შეხვედრა" - რა ინფორმაცია გაავრცელა ნინო ბურჯანაძემ

    "მე არ დამიმალავს პუტინთან შეხვედრა" - რა ინფორმაცია გაავრცელა ნინო ბურჯანაძემ
    1 წლის და 7 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    პოლიტიკოსი, ნინო ბურჯანაძე, "ტვ პირველთან" სოსო გოგაშვილის წერილებზე საუბრისას განცხადებას აკეთებს:

    "ეს ბრალდებები არავის დიდად რა გაკვირვებია. წყალდიდობა რომ არის, ამას ცოდნა არ უნდა, ხედავ რომ ადიდებულია მდინარე. არის ეს ფარული კავშირები რუსეთთან, არაფერი გამკვირვებია.

    პრობლემა ის კი არა, რომ ხელისუფლებას რუსეთის სახელმწიფო სამსახურებთან შეხვედრა ქონდა თუ არა, აქ პრობლემა ის, რომ ჩვენ ხელისუფლებას ვერ ვენდობით. რომ ვიყოთ დარწმუნებულნი, რომ ნებისმიერი ასეთი შეხვედრა იქნება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე გამოყენებული და საქართველოს ინტერესებისათვიოს, ეს ბუნებრივად ჩაითვლებოდა.

    უკაცრავად, მე არ დამიმალავს პუტინთან შეხვედრა. ჩუმადაც კი შემეძლო, რომ შევხვედროდი. ბევრი მირჩევდა არ გაასაჯაროო, ჩუმად შეხვდიო. არავინ მეტყოდა ჩუმად შეხვედრაზე უარს. მე არ ვარ სპეც. სამსახურის თანამშრომელი, მე ვარ პოლიტიკოსი და უნდა იყოს ღია შეხვედრა.

    სპეც. სამსახურის თანაამშრომლის შეხვედრაზე კი არ ჩნდება ეჭვი, ეჭვი ჩნდება მაშინ, როცა შენი ქვეყნის ხელისუფლება არ არის სანდო, ბევრი რამით არიან დამოკიდებულნი რუსეთზე, ბიზნეს ინეტერესები აქვთ, ისეთი მიმართულებით მიჰყავთ ქვეყანა, რომელიც შენი ქვეყნის ინეტერესებს არ შეესაბამება. ჩვენ რომ გვყავდეს დამოუკიდებელი ხელისუფლება, რომელიც სწორ აქცენტებს აკეთებს და არ იყოს გაწოლილი ესე რუსეთთან…

    არც ერთ ქვეყანაში არ ხდება რომ სპეც სამსახურები ყველაფერს ღიად ეუბნებოდნენ ჟურნალისტებს. აქ არ არის გადამწყვეტი არასაიდუმლოების ფაქტორი, მაინცდამაინც რესტორანში საქეიფოდ საქმე არა გვაქვს, თუ საქმეაზე ხვდები, საქმეზე შეხვდი, მაგრამ მთავარი არის ის, რომ არ ვენდობით ხელისუფლებას და არც მის სპეც. სამსახურს", - ამბობს ბურჯანაძე.