სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • გახსნილი მკვლელობა 3 წლის შემდეგ - ქართველი ბიზნესმენი, რომლის ცხედარი კიევში, ჭაში ჩაგდებული იპოვეს

    გახსნილი მკვლელობა 3 წლის შემდეგ - ქართველი ბიზნესმენი, რომლის ცხედარი კიევში, ჭაში ჩაგდებული იპოვეს
    1 წლის და 7 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ოფიციალურად: ცნობილი ქართველი ბიზნესმენის ნიკოლოზ დავითაშვილის მკვლელობა 3 წლის შემდეგ გახსნილად გამოცხადდა.

    დავითაშვილის მკვლელობის საქმეზე ჩეჩენი ეროვნების, 39 წლის შარხან გაკაევია დაკავებული.

    შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზი 2019 წლის 26 ნოემბერს გაუჩინარდა, მოგვიანებით კი მისი ცხედაღი ჭაში ჩაგდებული იპოვეს.

    ე.წ. ქილერის დაკავების კადრები სოციალურ ქსელში კიევის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ანდრეი ნებიტოვმა გაავრცელა - თუმცა, დაკავების მიუხედავად, კვლავ უცნობი რჩება დანაშაულის მოტივი, ისევე როგორც მკვლელობის შემკვეთის ვინაობა.

    ქართველი ბიზნესმენის განზრახ მკვლელობისთვის, შარხან გაკაევს უვადო პატიმრობა ემუქრება.