სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რატომ უჩივლა "ტვ პირველს" სასამართლოში ირაკლი კობახიძის დედამ?

    რატომ უჩივლა "ტვ პირველს"  სასამართლოში ირაკლი კობახიძის დედამ?
    1 წლის და 7 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დედამ "TV პირველს" სასამართლოში უჩივლა.

    ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

    თამარ ზაალიშვილი ტელეკომპანიას არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის დირექტორის ყოფილი მოადგილე, თამარ ზაალიშვილი გავრცელებული ინფორმაციის უარყოფასა და კომპენსაციას ითხოვს.

    საქმე ეხება TV პირველის გადაცემაში 2021 წლის ივლისში გასულ სიუჟეტს, რომელშიც ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე ამბობს, რომ სავარაუდოდ, თეატრალური უნივერსიტეტი ყალბ დიპლომებს გასცემდა. სიუჟეტის ერთ-ერთი რესპონდენტი ამ უნივერსიტეტის რექტორის ყოფილი მოადგილე იყო. ის მიზეზად პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის დედას ასახელებდა.

    "თეატრალური უნივერსიტეტის დეკანის უკვე ყოფილი მოადგილე, რომელიც გაყალბებული დიპლომების გამცემი პირების დასჯას კარდაკარ ითხოვს, ამტკიცებს, რომ ყველა უწყების დუმილის მიზეზი ერთია - პარტია ქართული ოცნების ლიდერი, ირაკლი კობახიძე. კობახიძის დედა განათლების სამინისტროს ხარისხის კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე ყო. მას შემდეგ, რაც ცენტრმა დაადგინა, რომ თეატრალური უნივერსიტეტის გაცემული დიპლომების გაცემული ნაწილი ნამდვილი არ იყო, გზაში ამ დასკვნას სწორედ კობახიძის დედის, თამარ ზაალიშვილის ცნობა დაეწია, რომელშიც ის წერს, რომ დიპლომები, რომლებიც მანამდე გაყალბებულად გამოაცხადეს, ნამდვილია", - ამბობს"იმედის" ჟურნალისტი სიუჟეტში.