სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • საგანგაშო ციფრები: საქართველოში ყოველი მე-5 მოქალაქე ემიგრაციაშია

    საგანგაშო ციფრები: საქართველოში ყოველი მე-5 მოქალაქე ემიგრაციაშია
    1 წლის და 7 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    კვლევითი ორგანიზაცია PMCG უახლეს ანგარიშს აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ 2010 წლიდან 2020 წლამდე საქართველოდან ემიგრაციაში წასული ადამიანების ჯამური რაოდენობა 7%-ით გაიზარდა და 861,000 ადამიანი შეადგინა, რაც ქვეყნის მოსახლეობის 23%-ია.

    გამოდის, რომ საშუალოდ ყოველი მე-5 საქართველოს მოქალაქე ემიგრაციაში იმყოფება.

    ქვეყნები, რომლებიც ყველაზე მეტ ემიგრანტ ქართველს იღებენ:

    1. რუსეთი (450,000 ადამიანი)
    2. საბერძნეთი (85,000 ადამიანი)
    3. უკრაინა (65,000 ადამიანი)
    4. აზერბაიჯანი (49,000 ადამიანი)

    ბოლო პერიოდში, ემიგრანტების ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა აშშ-ში (77%), იტალიასა (60%) და სომხეთში (47%).