სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ბონუსი დაურიცხეს - რა თანხა მიიღო რომან დოლიძემ დანა უათისიგან

    ბონუსი დაურიცხეს - რა თანხა მიიღო რომან დოლიძემ დანა უათისიგან
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ქართველმა მებრძოლმა, რომან დოლიძემ UFC-ში მე-5 ბრძოლა 29 წლის ამერიკელი კაილი დაუკაუსის წინააღმდეგ გამართა.

    აღსანიშნავია, რომ რომანმა ამერიკელი მეტოქე პირველივე რაუნდში დაანოკაუტა.

    ქართველმა მებრძოლმა ამ მოგებით UFC-ში მეოთხე გამრჯვება მოიპოვა.

    ამერიკელის დამარცხების შემდეგ რომანმა დანა უაითს მიმართა და უთხრა, რომ UFC-ში მისი დებიუტის დროს მეტოქე გათიშა, ახლა კი ბონუსს ელოდა, ამასთან ახალი ბრძოლაც მალე უნდა ჩაენიშნა.

    დანა უაითმა ამჯერად პირობა აღასრულა და რომანს 50,000 დოლარი დაურიცხა.