სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "წესით პუტინი ახლა ამის გამო ძალიან ცუდ ხასიათზე უნდა იყოს" - მიხეილ სააკაშვილი სოც.ქსელში

    "წესით პუტინი ახლა ამის გამო ძალიან ცუდ ხასიათზე უნდა იყოს" - მიხეილ სააკაშვილი სოც.ქსელში
    1 წლის და 7 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    „პირველად ათწლეულების განმავლობაში ჩინეთმა ღიად გამოხატა შეშფოთება და კითხვის ქვეშ დააყენა რუსეთის მოქმედებები - ეს საჯაროდ თქვა ვინმემ კი არა - თავად ვლადიმერ პუტინმა. შეხვედრის ღია ნაწილის დროს მან თქვა, რომ პასუხს გასცემს ჩინეთის შეშფოთებასა და კითხვებზე. ნამდვილად ისტორიული მოვლენაა“, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

    მისი თქმით, დღეს დასავლეთზე მეტად ჩინეთია დაინტერესებული რუსეთის დაშლით.

    „საქმე იმაშია, რომ დღეს დასავლეთზე მეტად ჩინეთია დაინტერესებული რუსეთის დაშლით. ის მუშტრის თვალით უყურებს ციმბირს და რუსეთის შორეულ აღმოსავლეთს უმდიდრესი რესურსებით. ამიტომ, შემთხვევითი არაა, რომ ჩინეთმა უარი თქვა იარაღისა და სამხედრო ტექნოლოგიების მიწოდებაზე და მსოფლიო ფასზე ორჯერ იაფად ყიდულობს რუსულ ნავთობს. პუტინმა უკიდურესად მძიმე შეცდომა დაუშვა ჩინეთთან მიმართებაში. ამასობაში, ჩინეთმა უკვე "აახია" რუსეთს ყაზახეთი და თვალი უჭირავს მთელს შუა აზიაზე. წესით, პუტინი ძალიან ცუდ ხასიათზე უნდა იყოს ამ საკითხის გამო.

    P.S დღეს ჩვენებმა გაათავისუფლეს მდინარის მეორე მხარეს დარჩენილი კუპიანსკის ნაწილი. ეს ნიშნავს, რომ ლუგანსკზე შესატევად პლაცდარმი მკვეთრად გაფართოვდა. ასევე, გუშინ და დღეს გაათავისუფლეს ქალაქ ლიმანის გარშემო რამდენიმე სოფელი. ახლა ამ სტრატეგიული ქალაქის აღებას მხოლოდ რამდენიმე დღე დასჭირდება. იქიდან იხსნება გზა სევეროდონეცკზე და თავად ლუგანსკზე“, - წერს სააკაშვილი.