სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "მიპასუხა, ჩახლეჩილი ხმა მაქვსო", - რას იხსენებს ქეთევან კიკნაძე ნიკოლოზ წულუკიძეზე

    "მიპასუხა, ჩახლეჩილი ხმა მაქვსო", - რას იხსენებს ქეთევან კიკნაძე ნიკოლოზ წულუკიძეზე
    1 წლის და 8 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მსახიობი ქეთევან კიკნაძე სოციალურ ქსელში, ტელეწამყვან ნიკოლოზ წულუკიძეზე წერს და იხსენებს, თუ რატომ სწავლობდა ნიკოლოზი თეატრმცოდნეობაზე და არა სამსახიობო ფაკულტეტზე:

    "ნიკა წულუკიძე ჩემი სტუდენტი იყო თეატრალურ უნივერსიტეტში, სამსახიობო ფაკულტეტიდან, თეატრმცოდნეობაზე იყო გადმოსული, ერთხელ ვკითხე, რატომ გადმოხვედი ამ ფაკულტეტზე მეთქი, მიპასუხა: ხმის გამოო, ხმა ჩახლეჩილი მაქვსო. არა და მისგან დიდი არტისტი გამოვიდოდა, ეს არტისტიზმი ახლა დევს მასში, ყოველ გადაცემაში და ნამდვილი პროფესიონალიზმი იგრძნობა.

    "......და სიცილი, ზოგჯერ ცრემლზე მწარეა". იცოცხლე, ჩემო ნიკა!
    " - წერს ქეთევან კიკნაძე სოციალურ ქსელში.