სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ამ დროს ყველა ნერვიულობს და გამონაკლისი არც მე ვყოფილვარ" - რას ჰყვება შალვა ნათელაშვილის სარძლო

    "ამ დროს ყველა ნერვიულობს და გამონაკლისი არც მე ვყოფილვარ" - რას ჰყვება შალვა ნათელაშვილის სარძლო
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ქართველი პოლიტიკოსის, შალვა ნათელაშვილის სარძლო ჟურნალ "თბილისელებთან" ინტერვიუში მომავალ მამამთილსა და დედამთილზე საუბრობს.

    "ბექა იმდენად ახლოს არის ჩემს შეხედულებებთან, გაცნობიდან ძალიან მალე ჩემში იმდენად დიდი ნდობა დაიმსახურა, რომ შეუძლებელი იყო, მის მშობლებზეც უზომოდ კარგი წარმოდგენა არ შემქმნოდა.

    საყვარელი ადამიანის მშობლის გაცნობის პროცესს თან რომ ნერვიულობა ახლავს, ეს ძალიან ბუნებრივი მგონია. ალბათ, ამ დროს ყველა ნერვიულობს და გამონაკლისი არც მე ვყოფილვარ, თუმცა ბატონი შალვა არაჩვეულებრივი ადამიანია, ჩემთვის იმის მაგალითია, რომ ყოველთვის უნდა იფიქრო მომავალზე და წინ თამამი ნაბიჯებით იარო. ის ძალიან მეგობრული, მხიარული, ხალისიანი და თბილი ადამიანია, რომელსაც კარგი იუმორის გრძნობა აქვს.

    საერთოდ, ბექას მშობლები ძალიან მეგობრულები არიან და კარგად ესმით შვილის, ამიტომ მგონია, რომ ჩვენც ძალიან კარგი ურთიერთობა გვექნება", - აცხადებს ნათელაშვილის სარძლო.