სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • საქართველოს ბანკში ერთ-ერთი მძევალი შეუძლოთ გახდა - რა ხდება შემთხვევის ადგილზე

    საქართველოს ბანკში ერთ-ერთი მძევალი შეუძლოთ გახდა - რა ხდება შემთხვევის ადგილზე
    1 წლის და 7 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    „საქართველოს ბანკში“ აყვანილ მძევალთაგან ერთ-ერთი ქალი შეუძლოდ გახდა. ქალს დახმარება იქვე მყოფმა მეორე მძევალმა გაუწია და აბი მიაწოდა.

    ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალთან, სადაც შეიარაღებული პირია შეჭრილი, საპოლიციო ღონისძიება უკვე სამ საათზე მეტია, რაც გრძელდება.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მძევლად რჩება 12 ადამიანი და მათ უვნებლად გამოსაყვანად მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

    ერთ-ერთი მძევალი სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოკადრებს, სადაც ჩანს, რომ თავდამსხმელი მძევალს საკუთარ მოთხოვნებს აცნობს. კერძოდ, თავდამსხმელი ითხოვს ორ მილიონ დოლარს, ასევე ვერტმფრენს, ანკესსა და რუსეთის დროშას.

    თავდამსხმელი, რომელსაც სამხედრო ფორმა აცვია, ამტკიცებს, რომ ტანზე ასაფეთქებელი მოწყობილობა აქვს დამონტაჟებული.

    ბანკის ტერიტორიაზე მყოფების ინფორმაციით, ბანკში შეჭრიდან რამდენიმე წუთში, მათ უკვე გაიგეს ხმაური და გასროლის ხმა.

    თვითმხილველის თქმით, დაინახა დამლაგებელი ქალი, რომელიც შეჭრის დროს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და ის სავარაუდოდ, შიშის გამო სიმაღლიდან გადმოვარდა. მისივე თქმით, ქალს უკვე გაეწია პირველადი დახმარება და ის ერთ-ერთ მთავარ მოწმედ განიხილება.

    „ატყდა ერთი ამბავი გარეთ, მერე მივედით და გავიგეთ, რომ დამლაგებელი ასული ყოფილა ზევით, რომ შევარდა ეს შიშის გამო გადმოვარდა თუ გადმოხტა კივილ-კივილით გამორბოდა ის ქალი, მანამდე ბანკში ყოფილა ეს დამლაგებელი ქალი, ფანჯარას წმენდდა და გადმოვარდნილა“, - აცხადებს თვითმხილველი.