სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "აღარც ყურმილს იღებს, ვერ ვიგებ როგორ არის, მის მაგივარად მე შემიშვით" - ერთ-ერთი მძევალის ოჯახის წევრის კომენტარი

    "აღარც ყურმილს იღებს, ვერ ვიგებ როგორ არის, მის მაგივარად მე შემიშვით" - ერთ-ერთი მძევალის ოჯახის წევრის კომენტარი
    1 წლის და 7 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ქუთაისში, საქართველოს ბანკში სადაც შეიარაღებული პირია შეჭრილი და 12 მძევალი ჰყავს აყვანილი, ვითარება კვლავ უცვლელია. მიმდებარე ტერიტორია შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით და მობილიზებულია პოლიცია.

    მძევლის ახლობლები შენობის გარეთ არიან შეკრებილები და ელოდებიან, როდის მოხდება მათი გათავისუფლება უსაფრთხოდ. როგორც ერთ-ერთი ახალგაზრდა მამაკაცის ოჯახის წევრი ამბობს, რომელიც მძევლებს შორისაა, მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ამ დროისთვის მასთან კომუნიკაცია დილის შემდეგ გაწყდა.

    "ძმისშვილია ჩემი იქ, მაგრამ რა მდგომარეობაა არ ვიცი, ვერ ვუკავშირდები, აღარ იღებს ყურმილს. დილით მოვახერხეთ დაკავშირება, თქვა, რომ არაფერს არ გვერჩის ეს ადამიანიო, გვაძლევს ტელეფონზე ლაპარაკის საშუალებასო და ცუდად არ გვექცევაო. ახლა აღარ იღებს ყურმილს, არადა ჯანმრთელი არ არის. ჩემი თხოვნაა, რომ მე შემიყვანონ მის მაგივრად," - ამბობს ერთ-ერთი მძევლის მამიდა.