სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "რაი ქალები გამოვუშვა, ცეკვა-ცეკვით გამოვალ კიდე არ გინდათ?" - მძარცველი ბანკიდან იმუქრება

    "რაი ქალები გამოვუშვა, ცეკვა-ცეკვით გამოვალ კიდე არ გინდათ?" - მძარცველი ბანკიდან იმუქრება
    1 წლის და 7 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ქუთაისში, "საქართველოს ბანკში" შეჭრილი თავდამსხმელი მძევლების გაცვლაზე და ქალების გაშვებაზე უარს ამბობს. ადგილიდან ერთ-ერთი მძევალი სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეოში ამბობს, რომ შეიარაღებული მძარცველი ყველას უსაფრთხოდ გაშვებას ჰპირდება, თუ მოთხოვნილ თანხას მიუტანენ.

    მძევალი ტელეფონით სავარაუდოდ პოლიციას ესაუბრება. შენობაში მყოფი ადამიანები ამბობენ, რომ ის პოლიციის მოახლოების გამო აგრესიული ხდება.

    "რაის ქალები გამოვუშვა ცეკვა ცეკვით გამოვალ კიდო. [...] გადით აქედან, თორემ ვისვრი", - ამბობს თავდამსხმელი. ის ამბობს, რომ იცის 20-25 წელი სასჯელის მოხდა მოუწევს.