სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ათიათასობით ქართველი გამოვიდა ქვეყნის ქუჩებში ამის მხარდასაჭერად" - რას წერს უცხოური მედია

    "ათიათასობით ქართველი გამოვიდა ქვეყნის ქუჩებში ამის მხარდასაჭერად" - რას წერს უცხოური მედია
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საქართველოს პარლამენტის წინ აქცია - "შინ ევროპისკენ" მიმდინარეობს, რომელიც საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.

    გთავაზობთ, ერთ-ერთი ცნობილი გამოცემის, Aljazeera-ის გამოხმაურებას.

    "ათიათასობით ქართველი გამოვიდა ქვეყნის ქუჩებში ევროკავშირში გაწევრიანების მხარდასაჭერად, მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ საქართველოს კანდიდატურის გადადების რეკომენდაცია გასცა.

    საქართველოსა და ევროკავშირის დროშების ფრიალით, დაახლოებით 60 000 დემონსტრანტი შეიკრიბა საქართველოს პარლამენტის წინ მარშზე -„შინ ევროპისთვის" - ვკითხულობთ სტატიაში.

    ქვეყნის წამყვანმა პროდემოკრატიულმა ჯგუფებმა განაცხადეს, რომ მათ წამოიწყეს აქცია იდეით -"ვაჩვენოთ ქართველი ხალხის ერთგულება მისი ევროპული არჩევანისა და დასავლური ღირებულებებისადმი", - აქვეყნებს სტატიას Aljazeera.