სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რას წერს დიზაინერი, რომელმაც სალომე ზურაბიშვილი ელისაბედ მეორის დაკრძალვის ცერემონიისთვის შემოსა

    რას წერს დიზაინერი, რომელმაც სალომე ზურაბიშვილი ელისაბედ მეორის დაკრძალვის ცერემონიისთვის შემოსა
    1 წლის და 7 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    დიზაინერი ირაკლი ნასიძე, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ელისაბედ მეორის დაკრძალვის ცერემონიისთვის შემოსა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

    "ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ჩემთვის არა მხოლოდ პრეზიდენტი, არამედ ქალურობისა და საოცარი შარმის, მდიდრული ბუნებისა და რაფინირებული გემოვნების მქონე, თავის ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანია!

    მასთან ყოველი შეხვედრა, საუბარი ჩემთვის დიდი სიამოვნებაა, მით უფრო დიდი პატივია რომ საქართველოს პრეზიდენტი, ქალბატონი სალომე სწორედ ჩემს მიერ მისთვის შექმნილი სამოსით წარდგა ბუკინგემის სასახლეში დედოფლის დაკრძალვის ცერემონიალზე. სამოსით, რომელიც მისთვის სახასიათო ხიბლსა და იდუმალებას განსაკუთრებულად წარმოაჩენდა! მე მიყვარს ჩემი პრეზიდენტი!", - წერს დიზაინერი.