სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ქოციშვილი ვიყო, თუ ამ ბანკში არ შევიჭრა" - რას წერს მეგი გოცირიძე

    "ქოციშვილი ვიყო, თუ ამ ბანკში არ შევიჭრა" - რას წერს მეგი გოცირიძე
    1 წლის და 7 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, მეგი გოცირიძე ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდასხმის ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

    "აი თავიდან ბოლომდე გირჩევთ მოუსმინოთ მძევლებს, პოლიციელებს, ყაჩაღს და მიუხედავად ყველაფრისა, ამაზე უკეთეს იმერულ ესკიზებს სადმე თუ ნახავთ, ქოციშვილი ვიყო თუ ქართუში არ შევიჭრა. "იმერული ესკიზები" – ხუინდრავა ფიქჩერს", - წერს მეგი გოცირიძე.

    შეგახსენებთ, საქართველოს ბანკზე თავდამსხმელ, დამნაშავეს 14 ადამიანი მძევლად საქართველოს ბანკში, 9 საათის განმავლობაში მძევლები ჰყავდა აყვანილი. ყველა მძევალი გათავისუფლებულია და მათ საფრთხე არ ემუქრება.