სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რატომ მოითხოვა გრიგოლ ნარსიამ რუსული დროშა და ანკესი? - ჩვენების დეტალები ცნობილია

    რატომ მოითხოვა გრიგოლ ნარსიამ რუსული დროშა და ანკესი? - ჩვენების დეტალები ცნობილია
    1 წლის და 7 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ქუთაისში, საქართველოს ბანკზე თავდასხმაში ბრალდებული გრიგოლ ნარსია გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში წერს, რომ ანკესის ჯოხს ნამდვილად ითხოვდა - მისი თქმით, საქართველო აფხაზეთის გავლით, რუსეთის მიმართულებით უნდა დაეტოვებინა და რუსეთის დროა საზღვრის გადაკვეთისას ანკესზე უნდა დაემაგრებინა.

    "იქ მყოფი ერთ-ერთი მძევალი ბიჭის მეშვეობით ბანკის ხელმძღვანელს სატელეფონო საუბრისას მოვთხოვე რომ ჩემთვის მოეტანა მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 2 მლნ აშშ დოლარი, რუსეთის ფედერაციის დროშა და ანკესის ჯოხი. აღნიშნული საუბარი რამდენჯერმე განხორციელდა. მე ასევე მოვითხოვე ავტომანქანა და ქუთაისის ძველ აეროდრომზე ვერტმფრენი, რომლითაც მინდოდა დამეტოვებინა საქართველოს საზღვრები აფხაზეთისა და რუსეთის მიმართულებით. ამისთვის მესაჭიროებოდა რუსეთის დროშა, ამისთვის მინდოდა ანკესის რომ დროშა საზღვრის გადაკვეთისას მასზე დამემაგრა", - ნათქვამია ჩვენებაში.