სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • გადაწყვეტილება მიღებულია - როგორ აირჩევა საქართველოს სახალხო დამცველი?

    გადაწყვეტილება მიღებულია - როგორ აირჩევა საქართველოს სახალხო დამცველი?
    1 წლის და 7 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    დეპუტატებმა 104 ხმით, ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება პარლამენტის რეგლამენტის პროექტში შესატან ცვლილებაზე.

    ცვლილების თანახმად, პარლამენტი საქართველოს სახალწო დამცველს ღია კენჭისყრით აირჩევს - აღნიშნული კანონპროექტის ინიციატორი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანება "მოქალაქების" წევრი ლევან იოსელიანია.

    ცნობისთვის, მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას ვადა წლის ბოლოს ეწურება, აღნიშნულ თანამდებობაზე კი დეპუტატებს და საზოგადოებას თავი პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ შესთავაზა.

    სახალხო დამცველი დეკემბერში უნდა აირჩეს, რისთვისაც 90 დეპუტატის ხმაა საჭირო.