სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • როგორ დააკავეს სპეცრაზმელებმა გრიგოლ ნარსია? - რას ჰყვება "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი

    როგორ დააკავეს სპეცრაზმელებმა გრიგოლ ნარსია? - რას ჰყვება "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი
    1 კვირის და 3 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი, გრიგოლ ნარსია საკუთარ ჩვენებაში ბრალს აღიარებს და ჰყვება როგორ დააკავეს სპეცრაზმელებმა.

    "ბანკში მყოფი ადამიანები ავიყვანე მძევლად. ამის შემდეგ ბანკში კარი დავკეტე და დავამაგრე ჩემ მიერ დამზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობა მაკეტი მულიაჟი. ამის შემდეგ ბანკის თანამშრომლებს მოვთხოვე ფული მოეცათ.

    მათ რაღაც ფული იატაკზე დაყარეს, მე ისინი მეცოტავა, ამიტომ ბანკის თანამშრომელ გოგონას ვუთხარი, რომ თავის უფროსისთვის დაერეკა და ჩემთვის ფული მოეტანათ. იქ მყოფი ერთ-ერთი მძევალი ბიჭის მეშვეობით ბანკის ხელმძღვანელს სატელეფონო საუბრისას მოვთხოვე რომ ჩემთვის მოეტანა მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 2 მლნ აშშ დოლარი, რუსეთის ფედერაციის დროშა და ანკესის ჯოხი. აღნიშნული საუბარი რამდენჯერმე განხორციელდა.

    მე ასევე მოვითხოვე ავტომანქანა და ქუთაისის ძველ აეროდრომზე ვერტმფრენი, რომლითაც მინდოდა დამეტოვებინა საქართველოს საზღვრები აფხაზეთისა და რუსეთის მიმართულებით. ამისთვის მესაჭიროებოდა რუსეთის დროშა, ამისთვის მინდოდა ანკესის რომ დროშა საზღვრის გადაკვეთისას მასზე დამემაგრა.

    მითხრეს რომ ჩემთვის ფული ჰქონდათ მოტანილი და მკითხეს მქონდა თუ არა ჩანთა, მე ვუპასუხე რომ მქონდა და შევძლებდი ფულის წაღებას. ამავე დროს უცებ შენობაში სწრაფად შემოვიდნენ სპეცრაზმელები მათ გამაკავეს, გავუწიე ფიზიკური წინააღმდეგობა თუმცა მოახერხეს ჩემი გაკავება. დანა , ხელყუმბარა და სხვა ნივთები არ გამომიყენებია წამართვეს", - აცხადებს ჩვენებაში ნარსია.