სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ხომ იძახდნენ, ცხელი შემოდგომა იქნებაო, რაღაც არ ცხელა" - ვის მიმართავს ნინო ბურჯანაძე

    "ხომ იძახდნენ, ცხელი შემოდგომა იქნებაო, რაღაც არ ცხელა" - ვის მიმართავს ნინო ბურჯანაძე
    1 წლის და 6 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "ერთიანი საქართველოს" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ "პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადება გააკეთა.

    "ოქტომბერი და ნოემბერი დარჩა, დღეს უკვე უნდა იგრძნობოდეს პოლიტიკურ სპექტრში, უნდა იყოს მიმდინარეობდეს გამალებული კონსულტაციები და სამწუხაროდ, იცით ვფიქრობდი, ჩემს თავს ვეუბნებოდი, ეგება ისინი მაინც მართავენ ინტენსიურ კონსულტაციებს-მეთქი და რამე ჭკვიანური მოაფიქრდეთ-მეთქი, მაგრამ ყველა ინფორმაცია, მათ შორის, პირადი საუბრები, პირადი შეხვედრები და ა.შ.

    ამბობს იმას, რომ პრაქტიკულად, ერთმანეთშიც არ ლაპარაკობენ ის პარტიები, ვინც მეტ-ნაკლებად ერთად ჩანან ხოლმე და ასე ვერაფერს ვერ მიაღწევს ოპოზიცია, გამორიცხულია. 59% ვერ ხედავს ოპოზიციურ პარტიებში თავის თავს და თავის სურვილებს და თავის სურვილებს, ეს 59% არის პოტენციური ამომრჩეველი ოპოზიციის, მაგრამ ისინი არჩევნებზე შეიძლება საერთოდ არ მოვიდნენ", - განაცხადა ბურჯანაძემ.