სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • როგორი ზაფხული ელოდება ზოდიაქოს ნიშნებს? - მიხეილ ცაგარელის განმარტება

    როგორი ზაფხული ელოდება ზოდიაქოს ნიშნებს?  - მიხეილ ცაგარელის განმარტება
    1 კვირის და 3 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ასტროლოგი, მიხეილ ცაგარელი გვამცნობს, თუ როგორი ზაფხული ექნებათ სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნებს:

    ვერძი

    ვერძი თუ გინდათ, რომ ავად გახდეს, უნდა დასვათ ან დააწვინოთ. მისთვის საჭიროა დინამიური მოძრაობა, დიდი ენერგია აქვს. თუ ეს ენერგია არ დახარჯა, ცუდად გახდება, თავის ტკივილები დაეწყება. მოგზაურობა მისი თერაპიის ერთ-ერთი საშუალებაა. ვერძი წყნარად ვერ დაისვენებს, ბარი, რესტორანი, ყველაფერს მოივლის ვერძი. ვერძებო, გაითვალისწინეთ, მოდის სასიყვარულო ურთიერთობების პერიოდი. ვერძისთვის კარგია ლომთან, მშვილდოსანთან, მერწყულთან, ტყუპებთან ურთიერთობა. კირჩხიბი და თხის რქა - არა. სად შეიძლება ამ ზაფხულს სიყვარული იპოვოს ვერძმა? ეპანეთში, ეგვიპტეში, საფრანგეთში. შეიძლება იქ უკვე არსებული სიყვარული ორმაგად გაღვივდეს.

    კურო

    კუროს უყვარს თუ აქვს აგარაკი ბუნებასთან. ის მიწას თხრის, რაღაცებს აკეთებს. მას ეს უფრო ურჩევნია. მისი მოგზაურობა უნდა იყოს ძალიან კომფორტული. კურო დისკომფორტს ვერ იტანს. მას უნდა კარგი სასტუმრო, კარგი პირობები და ისიც ცოტა ხნით. კუროს უყვარს სტაბილურობა. კუროს კარგი ურთიერთობა აქვს თხის რქასთან, ქალწულთან, თევზებთან და კირჩხიბთან. სხვებისკენ არ გაიხედოთ. სად იპოვის კურო სიყვარულს? შვედეთი, ავსტრალია, შვეიცარია. ეს სახელმწიფოები, პირველ რიგში, არის კარგი სასიყვარულო კონტაქტების განვითარებისთვის.

    ტყუპები

    ტყუპებს სიყვარული გულამდე არ დაჰყავთ. მათთვის ეს თავგადასავლის ფორმაა და არა გრძნობა. ზაფხული ფლირტისთვის საუკეთესო პერიოდია. ტყუპი მოლაპარაკე ნიშანია. ის უცებ შედის კონტაქტში. ზაფხული მისთვის მისწრებაა, თავგადასავლები, მოგზაურობები. არ აქვს მნიშვნელობა კომფორტი იქნება თუ არა. ტყუპებისთვის სასიყვარულო ურთიერთობა კარგია მშვილდოსანთან, ვერძებთან, სასწორთან, მშვილდოსანთან, ლომებთან. მისთვის კარგია შეერთებული შტატების აღმოსავლეთი მხარე, დიდი ბრიტანეთი, ავსტრია, ბელგია და საბერძნეთი. აქ მისი სიყვარული იფურჩქნება.

    კირჩხიბი

    კირჩხიბი ზეემოციური ნიშანია, მისთვის თავგადასავალი კარგია, მაგრამ კარგად მომზადებული. კომფორტიც უნდა იყოს აუცილებლად. კირჩხიბს სამშობლო უყვარს ყველაზე მეტად და საკუთარი სახლი. ის ცოტა ხნით წავა სადღაც, მოინახულებს და დაბრუნდება. კირჩხიბი ძალიან ფრთხილია. მისთვის მთავარი სამშობლოს მომენტია. ის კარგად უგებს კუროს, თევზებს, მორიელს და ქალწულს. დანარჩენებთან თავს ძალიან ნუ შეიწუხებთ. ეს ის არ იქნება, რასაც ეძებთ. რომელი ქვეყნებია კარგი? შეერთებული შტატების დასავლეთი მხარე, კუნძული მალტა, არგენტინა, ბულგარეთი და უნგრეთი.

    ლომი

    ლომი სიყვარულის სიმბოლოა, მას სიყვარულის გარეშე სიცოცხლე არ შეუძლია. ის სიყვარულში ყველაზე ელეგანტური და დახვეწილია. ლომს უყვარს მოგზაურობა, მაგრამ ამაზე დიდად გადარეული არ არის. ყველაფერი უნდა იყოს პრემიუმ კლასის. ლომი რომ სადღაც ერთოთახიან სახლში შეძვრეს, გამორიცხულია. მას უნდა ჰქონდეს მაღალი დონის სასტუმრო, ემსახურებოდეს კარგი მანქანა. მეფური დასვენება ლომისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ის კარგად უგებს მშვილდოსნებს, ვერძებს, სასწორს, ტყუპებს. ლომისთვის კარგია შეერთებულ შტატებში კალიფორნია, იტალია, ნიდერლანდები, საფრანგეთის შუა და ზედა ნაწილი, ესპანეთი.

    ქალწული

    ქალწულს უყვარს მოგზაურობა, მაგრამ ის ფრთხილობს. თუ კარგად მოფიქრებული და ორგანიზებულია, წავა სამოგზაუროდ. მას ურჩევნია თან საქმით მოგზაურობა. თავგადასავლები ქალწულს არ უყვარს. ის სიყვარულის სფეროში ძალიან ფრთხილია. მან ადამიანში თუ იგრძნო, რომ არაგულწრფელია, მომენტალურად ანებებს თავს. ვისთან არის კარგი მისი ურთიერთობა? კურო, კირჩხიბი, მორიელი და თხის რქა. მისთვის კარგია იაპონია, გერმანია, ხორვატია, ჩინეთი, ფინეთი და ლიეტუვა.

    სასწორი

    სასწორი თავგადასავლების მოყვარულია, მაგრამ არა თავგადაკლული. მას უყვარს მრავალფეროვანი სიტუაციები, საზოგადოება, ლამაზი ადგილები. ის სიამოვნებით წავა ისტორიული ადგილების მოსანახულებლად. მისთვის მნიშვნელოვანია კულტურული პროგრამები. ეს მისი შინაგანი მოთხოვნაა. კომფორტი წინა პლანზე უნდა იყოს. ჭუჭყს სასწორი ვერ აიტანს. სასწორი კარგად უგებს მერწყულს, მშვილდოსანს, ლომებსა და ტყუპებს. მისთვის კარგია იტალია, ინგლისი, სერბეთი, ავსტრია, კანადა და ახალი ზელანდია.

    მორიელი

    მორიელს უყვარს კარგად გამოზომილი თავგადასავლები. მას აინტერესებს მოგზაურობა რაღაც აღმოჩენებისთვის, ცნობიერების გაფართოებისთვის. მორიელს უყვარს ურთიერთობა თხის რქასთან, ქალწულთან, კირჩხიბთან და თევზებთან. მისთვის კარგია ფილიპინები, ნიდერლანდები, უნგრეთი, ისრაელი, გერმანიაში ბავარიის მხარე.

    მშვილდოსანი

    მშვილდოსანი ოღონდ ამოგზაურე. თუ გინდათ, რომ ის ავად გახდეს, გააჩერეთ სახლში. თუ მას მოგზაურობის საშუალება არ აქვს, ყოველდღიურად ხდება ავეჯის გადალაგება სახლში, რომ თვალი გაახაროს. თუ ამოგზაურებთ, ხელს არ ახლებს ავეჯს. მას უყვარს ადამიანები, ეგზოტიკა, შეხვედრები, თავგადასავლები. ის ყოველთვის მზადყოფნაშია მოგზაურობისთვის. საქართველოსკენ შეიძლება 3 თვე არც გამოიხედოს. მისთვის კარგია ურთიერთობა ლომთან, ვერძთან, მერწყულთან. მისთვის კარგია გერმანია, საფრანგეთის სამხრეთი ნაწილი, იტალიის სამხრეთი ნაწილი, ბრაზილია, პოლონეთი.

    თხის რქა

    თხის რქას უყვარს სრული წესრიგი, წესიერება, ტრადიციულობა. მას არ უყვარს თავგადასავლები. უყვარს სიმშვიდე, სტაბილურობა. თუ მოგზაურობის საშუალებაა, არ უნდა იყოს არანაირი შეცდომა. ის უნდა იყოს ისეთ ქვეყანაში, სადაც საინტერესო რამეს ნახავს. თხის რქას უყვარს მთები. ისინი ცნობილი ალპინისტები არიან. რაღაც უნდა გადალახოს თხის რქამ, მიზანი უნდა ჰქონდეს რაღაც. უაზრო მოგზაურობა თხის რქის საქმე არ არის. თხის რქა კარგად უგებს კუროს, ქალწულს, თევზებსა და მორიელს. მისთვის კარგია ესტონეთი, შვედეთი, შეერთებული შტატები, ინდოეთი, ნორვეგია, ნეპალი.

    მერწყული

    მერწყული ოღონდ ამოგზაურე. ის ვერ იტანს ერთფეროვნებას. მისი მოგზაურობა უნდა იყოს თავისუფალი ფორმის. მას არ უყვარს სხვებთან ერთად მოგზაურობა. მერწყული უნდა იყოს თავისუფალი, როდესაც უნდა ადგება, სადაც უნდა წავა. მას უყვარს მძაფრი შთაბეჭდილებები, ეგზოტიკა, იფრენს, წყალში ჩახტება. მერწყული კარგად ეწყობა სასწორებს, ტყუპებს, ვერძს და მშვილდოსანს. მისთვის კარგია კანადა, შეერთებული შტატები, ბელგია, საფრანგეთი, პოლონეთი.

    თევზები

    თევზები ემოციური, მგრძნობიარე ნიშანია. მას უყვარს ზომიერების ფარგლებში მოგზაურობა მეგობრებთან ერთად. ის კარგს დალევს, კარგს შეჭამს, იმღერებს, პოეზიის საღამოებს მოაწყობს. მას უყვარს რომანტიკული ადგილები, სადაც მისი სიყვარული შეიძლება ახლებურად გაიფურჩქნოს. თევზს მოსწონს მზის ამოსვლა, მზის ჩასვლა, პალმები. თევზი კარგად ეწყობა კუროს, მორიელს, თხის რქასა და კირჩხიბს. მისთვის კარგია პორტუგალია, ესპანეთი, არგენტინა, კუნძული მალტა, ისრაელი, ბულგარეთი.

    FACEBOOK კომენტარები
    მსგავსი სიახლეები