სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • 13 მანქანა, 15 ცეცხლსასროლი იარაღი - რა ქონება დაუყადაღეს სოსო გოგაშვილს?

    13 მანქანა, 15 ცეცხლსასროლი იარაღი - რა ქონება დაუყადაღეს სოსო გოგაშვილს?
    1 წლის და 7 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, პატიმრობაში მყოფი სოსო გოგაშვილის, მისი ოჯახისა და ახლო გარემოცვის ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს.

    გოგაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და ახლო გარემოცვის კუთვნილ უძრავ და მოძრავ ქონებებს მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაედო ყადაღა:

    ქ. თბილისში, კახეთის რეგიონში, ხონის მუნიციპალიტეტში, მარტყოფსა და დაბა ბაკურიანში მდებარე, ჯამში 34 მიწის ნაკვეთს – საერთო ფართით 4 439 260 კვადრატული მეტრი, 4 საცხოვრებელ ბინას, ქ. სიღნაღში მდებარე სასტუმროს, 13 ავტომანქანას, 3 სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას, 3 ერთეულ მოტოტექნიკას, 15 ცეცხლსასროლ იარაღს.

    "ხსენებული უძრავი და მოძრავი ქონებების რეალური საბაზრო ღირებულებების დადგენის მიზნით დანიშნულია სასაქონლო ექსპერტიზა", - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.