სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რეალურად რა ქონებას ფლობს ირაკლი კობახიძე?

    რეალურად რა ქონებას ფლობს ირაკლი კობახიძე?
    1 წლის და 5 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2022 წლის 18 იანვარს აქვს შევსებული.

    დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ თავმჯდომარეს ჰყავს პროფესორი მეუღლე ნატალია მოწონელიძე, რომელიც რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტშია დაბადებული.

    ასევე კობახიძეს ჰყავს 2 შვილი 2011 წელს დაბადებული გიორგი და 2014 წელს დაბადებული ნიკო.

    ირაკლის წყნეთის გზატკეცილზე აჩუქეს 20 კვ.მ. ავტოფარეხი და 157.8 კვ.მ. ბინა. ეს საჩუქრები მან 2016 წელს მიიღო.რაც შეეხება მანქანას, ირაკლი კობახიძეს ჰყავს ავტომობილი Mercedes-Benz SClass 2014, რომელიც 2020 წელს 20 000 დოლარად შეიძინა.

    პოლიტიკოსის ოჯახი ფასიან ქაღალდებს არ ფლობვს. დეკლარაციის მიხედვით "თიბისი ბანკში" მის ანგარიშზე 60 ათასი დოლარი ირიცხება. საკრედიტო ბარათზე კი 1 104.52 ლარი.

    როგორც მოგეხსენებათ, ირაკლი კობახიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გახლავთ. პროფესორობით მან 2021 წელს 13 989,6 ლარი გამოიმუშავა.

    პარლამენტში გატარებულ ერთ წელიწადში კი 63 580,32 ლარი მიიღო. პოლიტიკოსმა უფროსი შვილის განათლებაში 10 057,59 ლარი ჩადო. ხოლო უმცროსი შვილის განათლებას 8 398,02 ლარი დაახარჯა.

    მისმა მეუღლემ ნატალია მოწონელიძემ თბილისის ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორის ხელფასის სახით 11472 ლარი მიიღო. ის ასევე მუშაობს სსიპ საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოში, თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე. გასულ წელს ნატალიას ანაზღაურებამ 48 851,74 ლარი შეადგინა.