სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "მეორედ მოსვლაა, ჩაკეტონ ეს საზღვრები" - რას ამბობს მგზავრი მეტროში

    "მეორედ მოსვლაა, ჩაკეტონ ეს საზღვრები" -  რას ამბობს მგზავრი მეტროში
    2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    როგორც მმოგეხსენებათ, საქართველოს ტერიტორიაზე უამრავმა რუსეთის მოქალაქემ მოიყარა თავი, განსაკუთრებით კი თბილისში.

    ხალხმრავლობით შეწუხებულმა პოეტმა, თინა სტეფლიანმა "პალიტრავიდეოსთან" განაცხადა, რომ მეტროში ძალიან ცუდი მდგომარეობაა და სამსახურში მისვლაც კი უჭირს:

    "ძალიან ცუდი ამბავია და მთავრობას როგორმე უნდა მივაწვდინოთ ხმა. ჩაკეტონ საზღვრები ძალიან ვთხოვ, ვევედრები, დღეს ჯვართამაღლებაა და შეგვეწიოს დღევანდელი დღის მადლი, მაგრამ მარტო ქართველები ვართ და ჩამოინგრეს? ამოგვხადონ აქ სული, ეს რა არის მართლა რას ჰგავს?! სამსახურში ვერ მივსულვარ, ძალიან ცუდი მდგომარეობაა, გთხოვთ ჩაკეტონ ეს საზღვერბი დედაატირებული დროულად, ყაზახეთმა ჩაკეტა, ჩვენ რა დავაშავეთ, ვერ იტევს ამდენ ხალხს საქართველო, დაგვიბრუნონ მაშინ ტერიტორიები და დაეტევა ყველა, მეორედ მოსვლაა!," - ამბობს თინა სტეფლიანი.