სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ბრიტანული დაზვერვა ასახელებს თარიღს, თუ როდის გამოაცხადებს პუტინი უკრაინის ოკუპირებული ნაწილის რუსეთთან შეერთებას

    ბრიტანული დაზვერვა ასახელებს თარიღს, თუ როდის გამოაცხადებს პუტინი უკრაინის ოკუპირებული ნაწილის რუსეთთან შეერთებას
    1 წლის და 7 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, 30 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პარლამენტის ორივე პალატაში სიტყვით გამოვა - ბრიტანელები ვარაუდობენ, რომ ის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთში გაწევრიანებას ოფიციალურად გამოაცხადებს.

    შეგახსენებთ, რომ 21 სექტემბერს პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რაც "რუსეთის სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელ ნაბიჯად" მოიხსენია, არადა უკრაინასთან ბრძოლის საწყის ეტაპზე განაცხადა, რომ ბრძოლებში ახალწვეულები არ მონაწილეობდნენ და არც სამომავლოდ იგეგმებოდა რეზერვისტების მობილიზაცია.