სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რა თანხას იხდიან რუსები საქართველოში შემოსასვლელად?

    რა თანხას იხდიან რუსები საქართველოში შემოსასვლელად?
    1 წლის და 6 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ვლადიმერ პუტინის მიერ რუსეთში გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის შემდეგ, რუსები ქვეყნის დატოვებას აქტიურად ცდილობენ.

    BBC-მ ვრცელ სტატიაში საქართველოს საზღვარზე შექმნილ მდგომარეობაზე სტატია გამოაქვეყნა

    "მთელი ღამის განმავლობაში ადგილობრივები აქტიურად დადიოდნენ და სთავაზობდნენ ხალხს გასვლის სხვადასხვა ვარიანტს სხვადასხვა თანხის სანაცვლოდ. მაქსიმალური ფასი ავტოსადგომიდან პირდაპირ საზღვრამდე დაახლოებით 150 000 რუბლია (7230 ლარი), ხოლო მინიმალური ფასი 15 000 რუბლია (723 ლარი) მხოლოდ პარკინგიდან გასასვლელად", - განაცხადა ერთ-ერთმა რუსეთის მოქალაქემ BBC-სთან საუბრისას.

    ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რუსეთ-საქართველოს საზღვარი ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გავლით ორივე მიმართულებით 37 500-მა ავტომანქანამ და 115 000-მა ადამიანმა გადაკვეთა, რაც წინა კვირასთან შედარებით თითქმის მეოთხედით მეტია.