სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ქუჩაში მივდიოდი და ადამიანმა დახმარება მთხოვა, დამეზარა და ეს ვუთხარი" - გიორგი ნაზღაიძის უცნობი ამბავი

    "ქუჩაში მივდიოდი და ადამიანმა დახმარება მთხოვა, დამეზარა და ეს ვუთხარი" - გიორგი ნაზღაიძის უცნობი ამბავი
    1 წლის და 1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გიორგი ნაზღაიძემ ჟურნალ "თბილისელებთან" ინტერვიუში უპასუხა კითხვას, თუ რა არის მისი ყველაზე ცუდი საქციელი:

    "გუშინწინ ქუჩაში მივდიოდი და ადამიანმა დახმარება მთხოვა. დამეზარა ჩანთის გახსნა და ფულის ამოღება და არ მაქვს-მეთქი, ვუთხარი. არ მესიამოვნა ჩემგან ეს საქციელი. განა დამენანა, უბრალოდ, გაჩერება დამეზარა. სწრაფად მივდიოდი და მოკლედ, მოვიტყუე. ზოგადად, ბევრი რამ არის, რაც არ უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ძალიან მძიმე, ისეთი, რომ ეკლესიაში გაქცევასა და მონანიებაზე მეფიქრა, არ ჩამიდენია.

    თუმცა, ადამიანები ყოველდღიურად ვაკეთებთ ისეთ რამეებს, რაც კარგი იქნებოდა, რომ არ გაგვეკეთებინა. თუ მაინც ჩამიდენია – სხვისი ქცევის საპასუხოდ. ვიღაცას თუ ცუდი გაუკეთებია ჩემთვის, მისთვის მეც შესაბამისი პასუხი გამიცია და ამას არასდროს ვნანობ", - ამბობს ნაზღაიძე.