სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ერთ წელიწადში საქართველოს მოსახლეობის 30% რუსები იქნებიან" - მამუკა ხაზარაძე

    "ერთ წელიწადში საქართველოს მოსახლეობის 30% რუსები იქნებიან" - მამუკა ხაზარაძე
    1 წლის და 6 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    პარტია “ლელოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე Facebook-ზე რუსეთის მოქალაქეების საქართველოში მასობრივ შემოსვლას ეხმაურება.

    პოლიტიკოსი წერს, რომ რუსების ქვეყანაში შემოსვლა ასეთი ტემპით გაგრძელდება, ერთ წელიწადში საქართველოს მოსახლეობის 30% რუსები იქნებიან.

    "ქართველები ქვეყნიდან გარბიან! რუსები უკონტროლოდ შემოდიან! ასე თუ გაგრძელდა, ერთ წელიწადში საქართველოს მოსახლეობის 30% რუსები იქნებიან! შემოიღეთ სასწრაფოდ სავიზო რეჟიმი!ამ მოთხოვნას “ლელო” უკრაინაში ომის დაწყების დღიდან ყველა ტრიბუნიდან აყენებს", - წერს მამუკა ხაზარაძე.