სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ღარიბაშვილი კატარში ჩავიდა - ვის შეხვდა პრემიერი?

    ღარიბაშვილი კატარში ჩავიდა - ვის შეხვდა პრემიერი?
    2 წლის და 5 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, კატარში ჩავიდა და ემირს შეიხ თამიმ ბინ ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანის შეხვდა.

    მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთთანამშრომლობა განიხილეს. ვიზიტის ფარგლებში ღარიბაშვილი კატარის პრემიერ-მინისტრს და შინაგან საქმეთა მინისტრსაც შეხვდა.

    “შეხვედრის ბოლოს, ხელი მოეწერა ორ შეთანხმებას, საქართველოს მთავრობასა და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის ინვესტიციების ორმხრივი ხელშეწყობისა და დაცვისთვის შესახებ და საქართველოს მთავრობასა და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის ეკონომიკური, სავაჭრო და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ. ირაკლი ღარიბაშვილმა შეიხ ხალიდ ბინ ხალიფა ბინ აბდულ აზიზ ალ-თანის მადლობა გადაუხადა მჭიდრო თანამშრომლობისთვის და მასპინძლობისთვის”, - წერია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ