სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ნანუკა ჟორჟოლიანს და ხატია დეკანოიძეს შორის დაპირისპირება გრძელდება - რას წერს ჟორჟოლიანი

    ნანუკა ჟორჟოლიანს და ხატია დეკანოიძეს შორის დაპირისპირება გრძელდება - რას წერს ჟორჟოლიანი
    1 წლის და 6 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანს და პოლიტიკოს ხატია დეკანოიძეს შორის არსებული დაპირისპირება კვლავ გრძელდება, ამჯერად ნანუკა ხატია დეკანოიძეს ანგარიშების გასაჯაროების შეთავაზებასთან დაკავშირებით სოციალური ქსელის საშუალებით პასუხობს:

    "რა ცუდია, როცა პოლიტიკოსებს საკუთარ ამომრჩეველზე არასწორი წარმოდგენა აქვთ. ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები არ არიან ბრიყვები და ზუსტად იციან, რომ არაპატიოსანი ფული, ამ სამყაროში არავის ანგარიშზე არ დევს.

    თვით ქართული ოცნებაც კი, ფულებს კონვერტებით არიგებს.

    პ.ს. ახლა ყაზბეგში ვარ და მართლა იმდენი რუსია ხალხო, ქუჩებში, რესტორნებში, მარტო რუსები არიან :(( ძაან რთულად შესაგუებელი რეალობაა
    ", - წერს ჟორჟოლიანი.