სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ლევან საგინაშვილი შეყვარებულია - ქართველმა ჰალკმა ამ თემაზე საჯაროდ პირველად ისაუბრა

    ლევან საგინაშვილი შეყვარებულია - ქართველმა ჰალკმა ამ თემაზე საჯაროდ პირველად ისაუბრა
    1 წლის და 6 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ქართველი მკლავჭიდელის, ლევან საგინაშვილის ცხოვრებაში რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლეა - ამის შესახებ სპორტსმენი "პრაიმატიმს" ექსკლუზიურად ესაუბრა.

    როგორც გაირკვა, "ქართველ ჰალკს" ქართულ-ყაზახურ ფილმში გადაიღებენ, რომლის გადაღებებიც ოქტომბრის თვეში დაიწყება.

    გარდა ამ მნიშვნელოვანი სიახლისა, საგინაშვილმა ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ შეყვარებულია და სამომავლოდ ქორწილსაც გეგმავს:

    "18-19 წლიდან ვიცნობთ ერთმანეთს, წლებია ვმეგობრობთ. რაღაც პერიოდი აღარ გვქონდა კონტაქტი ერთმანეთთან. საბანკო საქმე დაამთავრა და გარკვეული პერიოდი ამ პროფესიით მუშაობდა.

    არ ვიცი, ვერ გეტყვი, როდის ვგეგმავთ ქორწილს.. გეგმაში გვაქვს...
    ", - ამბობს ლევან საგინაშვილი "პრაიმტაიმთან" საუბარში.