სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რა გზას გადიან რუსები საქართველოში მოსახვედრად?

    რა გზას გადიან რუსები საქართველოში მოსახვედრად?
    1 წლის და 6 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ვლადიკავკაზიდან ლარსზე შემოსვლა გართულებულია. რუს კაცებს რუსი სამხედრო კომისრები ხშირ შემთხვევაში უკან აბრუნებენ და გაწვევის ანკეტებებსაც თან ატანენ. მათ კი, ვისაც ჯერ კიდევ სურს ბედი სცადოს ჩრდილოეთ ოსეთში საათობით რიგში დგომა, ღამის მანქანაში გათენება და დიდი თანხის გადახდა უწევს.

    სამხედრო ნაწილობრივი მობილიზაცია ვლადიკავკაზელებისთვის ბიზნესად იქცა - 150 ათასი რუბლი გამშვებ პუნქტამდე ურიგოდ მისაღწევად. თუ გაუმართლათ, საზღვარზე გასაუბრებას უკვე ქართველ მესაზღვრეებთან 222-ე ოთახში უწევთ, თუმცა აქაც 10-დან ორი უკან ბრუნდება.

    რუსეთის გარდა, პანიკა იწყება აფხაზეთშიც, სადაც დღე დღეზე ელოდებიან მობილიზაციის გამოცხადებას. გალში მცხოვრები მამაკაცები უკვე ცდილობენ თავი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიას შეაფარონ, თუმცა არ არის გამორიცხული რომ მალე ენგურის ხიდიც ჩაიკეტოს.

    საცობი დარიალის ხეობაში ოდნავ შემცირდა. რუს მესაზღვრეებს გასაწვევ პირთა შავი სიაც აქვთ.

    საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები რუსი სტუმრებისთვის ლარსის გამშვები პუნქტის ჩაკეტვის აუცილებლობას ვერ ხედავენ. აცხადებენ, რომ აქ შემომსვლელები შესაბამის კონტროლს გადიან და უკან აბრუნებენ ყველას, ვისაც საეჭვოდ მიიჩნევენ.